2019 -2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები

უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2019–2020 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. პროგრამა – ჯანდაცვის მენეჯმენტი
    • კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
  1. პროგრამა – ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
    • კვალიფიკაცია – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

• განცხადება
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), დანართით, ნოტარიული წესით დამოწმებული. მაგისტრანტობის კანდიდატისგან (საქართველოს მოქალაქეები) დამოუკიდებელი ობიექტური
გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ (დოკუმენტების
ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში,ხელშეკრულების გაფორმებისას სავალდებულოა დედანის წარმოდგენა);
• პირადობის მოწმობის ასლი
• 2 ფოტოსურათი – (3/4-ზე) და CD-დისკი
• ვაჟებისათვის – სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი.
• ინგლისური ენის B2 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი და/ან სხვა დოკუმენტი (ინგლისური ენის B2 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში
კანდიდატებს ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა).
• უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი
და განათლების აღიარების დოკუმენტი.

2019 -2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 9 სექტემბერი – 19 სექტემბრის ჩათვლით 17:00 სთ.

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!

გამოცდა სპეციალობაში:

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების შემდეგი პროგრამებისათვის:

„ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ – ჩატარდება 20 სექტემბერს 10.00 საათზე,
(უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრი; მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, ყოფილი კრწანისის ქუჩა №3) – „ჯანდაცვის მენეჯმენტი“ – ჩატარდება 20 სექტემბერს 13.00 საათზე,
(უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრი; მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, ყოფილი კრწანისის ქუჩა №3) – სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერს; 15:00 სთ-ზე
(უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრი; მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 20 სექტემბერს
(ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანატი ოთახი N306, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეკანატი ოთახი N307); (სასწავლო უნივერსიტეტი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)) – აპელაცია შედგება – 21 სექტემბერს 11.00 სთ–ზე. (სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკა, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)), – აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე.

გამოცდა უცხო ენაში:

ჩატარდება 24 სექტემბერს 11:00 სთ, (იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება); (უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრი; მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, ყოფილი კრწანისის ქუჩა №3); – უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერს;უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 24 სექტემბერს (სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის კანცელარია, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)), – აპელაცია შედგება – 25 სექტემბერს 12.00 სთ–ზე; (სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკა, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)), – აპელაციის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერს 12.00 საათზე.

გამოცდების შედეგების გაცნობა და კონტრაქტის გაფორმება – 27 სექტემბერს 10:00 17:00სთ.

საკონტაქტო ინფორმაცია: სტუდენტთა მომსახურების ცენტრი – მის.: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3), ტელ: (032) 2 752 513 ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი – მის. : თბილისი , სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3) , ოთახი № 307, ტელ.: (+ 995) 599 855 469. ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი – მის.: თბილისი , (სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3), ოთახი № 306, ტელ.:(+995) 593 244 373.

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის საგამოცდო საკითხები


Facebooktwitterpinterestlinkedinmail