I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით.
II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ავტობიოგრაფია cv;
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
- უმაღლესი განათლებისა (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
- სამოტივაციო წერილი; კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა
III. კანდიდატი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
IV. შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.
V. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VI. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს, 15.00 საათზე.
VII. გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 03 დეკემბერს, 15.00 საათზე.
VIII. კანდიდატის შერჩევა განხორციელდება მიმდინარე წლის 04 დეკემბერს.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72