სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში

2019 წლის 27 დეკემბერს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში, რომელიც გაიმართა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა.

უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა მიიღო კონფერენციაში მონაწილეობა და დაიმსახურა მეორე ადგილი. მას გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას!

konferencia konferencia konferencia

Facebooktwitterpinterestlinkedinmail