2019 წლის 27 დეკემბერს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში, რომელიც გაიმართა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა მიიღო კონფერენციაში მონაწილეობა და დაიმსახურა მეორე ადგილი. მას გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო. …
სტუდენტური ცხოვრება
2019 წლის 27 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ბორჯომში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
2019 წლის 11 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგაში, უნივერსიტეტ გეომედის კალათბურთის გუნდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 93:80 დაამარცხა.
2019 წლის 22 ივნისს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში “ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა” წარმატებით მიიღო მონაწილეობა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა. თემის სახელწოდება “ენოთერაპიის საკითხისადმი”, ხელმძღვანელი: უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი არჩილ კაპანაძე. ვულოცავთ ირაკლის გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!
2019 წლის 21 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკის და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების გამოსაშვები ღონისძიება.