2018 წლის 21 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ბიომედიცინის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილობა მიიღეს საერთაშორისო დონის ცნობილმა მეცნიერებმა: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიებისა და საზოგადოებების წევრმა, პროფესორმა გურამ ბექაიამ (თავჯდომარე), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა დურმიშხან ჩიტაშვილმა და მარინა ფირცხალავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ მითაგვარიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ/კორესპონდეტმა, პროფესორმა ნუგზარ ალექსიძემ, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა, ბევრი სპორტული წიგნის ავტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ და სხვებმა.
კონფერენციის მასალებში აისახა მონაწილე მეცნიერების მიერ შესრულებული კვლევების შედეგები ფიზიოლოგიაში, ნეირობიოლოგიაში, სპორტულ მედიცინასა და რეაბილიტაციაში, პედაგოგიკაში და მეცნიერების სხვა დარგებში.