2017-2018 ს/წ გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

I. შიდა მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტების მიღება – 09 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით;
ბ) კრედიტების აღიარება – 19 თებერვალი;
გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 20 თებერვალი.

II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail