უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას.
ამასთან, გაცნობებთ, რომ პირველკურსელები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 29 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე 10სთ-დან 16სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ტელ: 275 25 20.
სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი)
- 4 ფოტო სურათი 3X4-ზე
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) ან ცნობა სამხედრო კომისარიატიდან აღრიცხვის შესახებ
გეომედში სწავლა იწყება 18 სექტემბერს!
ადმინისტრაცია