2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებსა და კომპანიებთან ერთად ქ. ბათუმში გაიმართა სტუდენტთა დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-მდე დამსაქმებელმა კომპანიამ, წარმოდგენილი 150 ვაკანსიით.
სტუდენტური დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლევან ხუროშვილმა.
ფორუმის ჩატარების მიზანი იყო სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა, სეზონური დასაქმების სერვისების დანერგვა და დამსაქმებელი კომპანიების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.