2017 წლის 25 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით უცხოელი სტუდენტებისთვის მოეწყო ექსკურსია ყაზბეგში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები.
ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.