უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ფეხბურთში „კობას თასი“

2017 წლის 24-დან 31 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრების ყოფილი წევრის კობა ჯინჭარაძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში „კობას თასი“.

ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – „Les Elephants“
II ადგილი – „ბიწა“
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკოლოზ ბიწაძე
ჩემპიონატის ბომბარდირი – ები აჰი ალფონს (Eby Ahi Alphonse)
ფინალური შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი – ბაჩანა ფიფია

ჩემპიონატის ჩატარების მიზანი იყო უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail