უნივერსიტეტი გეომედის ორგანიზებით, სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“-ში გაიმართა თეთრი ხალათების ცერემონია პირველი კურსის სტუდენტებისთვის. ღონისძიების პირველ ნაწილში სტუდენტებს მიესალმნენ უნივერსიტეტის დეკანები, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც მათ წარმატებები უსურვეს მომავალ პროფესიულ გზაზე. ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო თეთრი ხალათის გადაცემა და ფიცის დადება — სიმბოლო იმისა, რომ იწყება გზა, რომელიც მოითხოვს …












