Elsevier-თან თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ Elsevier-ის გუნდის მიერ ორგანიზებულ ვებინარების სერიაში. ვებინარები მოიცავდა სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჟურნალების შერჩევა, მეტრიკები და რეიტინგები Scopus -ში, სამეცნიერო ლიტერატურის ეფექტურად მოძიება, შესწავლა და ანალიზი ScienceDirect-ში, ხელოვნური ინტელექტი Scopus-ში და ა.შ.
სესიები ფოკუსირებული იყო ლიტერატურის ძიების ოპტიმიზაციაზე, კვლევის შედეგების მართვასა და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რაც ამარტივებს აკადემიურ კვლევასა და სამუშაო პროცესს.














