უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტმა და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურმა კლინიკამ უმასპინძლა ქ. თბილისის № 144 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განიხილა სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, შედეგები და მათი მიღწევის გზები, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა სტუმრებს სახალისო აქტივობები შესთავაზა. იყო დისკუსიები და აქტიური …
