სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 13 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

ადგილი  –  Swarali Chodnekar (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი)

II ადგილი  – Pooja Hiteshbhai Rajput (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი)

III ადგილი  – ალექსანდრე ასანიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი)

ჟიურის სიმპათია  – მარიამ ტყეშელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციის მასალებში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail