უნივერსიტეტ გეომედის თაოსნობით გაიმართა მორიგი სამეცნიერო შეხვედრა. უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, ასევე სტუმრები იტალიიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან. შეხვედრაზე განხილული იყო მედიცინის სფეროში აქტუალური საკითხები და დაიგეგმა მომავალი ერთობლივი სამეცნიერო კვლევები. შეხვედრა გაიმართა მაღალ პროფესიულ დონეზე.
