უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტმა და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურმა კლინიკამ უმასპინძლა ქ. თბილისის № 144 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განიხილა სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, შედეგები და მათი მიღწევის გზები, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა სტუმრებს სახალისო აქტივობები შესთავაზა. იყო დისკუსიები და აქტიური ჩართულობა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა თაობისთვის პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრასა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა და მხარში დგომა.








