უნივერსიტეტ გეომედის სტუმრობა ოლიმპიურ მუზეუმში

უნივერსიტეტ გეომედის სტუმრობა ოლიმპიურ მუზეუმში

უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები 25 აპრილს სტუმრად იმყოფებოდნენ ოლიმპიურ მუზეუმში. სტუდენტებს უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ათგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს უჩვენეს ფილმი – ,,ერთი ჩემპიონის ისტორია” ლეგენდარული ტყვიის მსროლელის ნინო სალუქვაძის შესახებ.

ვებინარი: Maximizing Scopus AI: Interactive Q&A and Practical Applications

23 აპრილს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,Maximizing Scopus AI: Interactive Q&A and Practical Applications’’. ვებინარზე განხილული იყო Scopus-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევით სამუშაო პროცესში ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკა, რეალური მაგალითები, რჩევები და ა.შ. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 13 ივნისს, უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 19 მაისი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2025 8 აპრილს უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ალექსანდრე ლოლაძემ სტუდენტებისათვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პორტფოლიოს შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობას. საინფორმაციო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიურ რეჟიმში.

ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე. 2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2024-2025 ს/წ გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ). 3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 5 …