ცხადდება კონკურსი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს უნივერსიტეტი გეომედის  ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის   დასაკავებლად – 2 ვაკანსია.

II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის  ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება,  ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

III. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა,  განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში/რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში/საერთაშორისო კრებულში (ელექტრონული ჟურნალის/კრებულის ჩათვლით)  გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
ზ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში  და სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის  შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
თ) ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ან  გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
ი) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის  ნასამართლობის  შესახებ.

IV. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

V. კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის  დამადასტურებელ სერტიფიკატს,  უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

VI. საკონკურსო   დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა – 2025 წლის 01 ივლისიდან  16 ივლისის  ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1700 საათამდე;

VII. ტესტირება ინგლისურ ენაში –  2025 წლის 17 ივლისი, 1000 სთ -1700 სთ.

VIII. გასაუბრება  –  2025 წლის 18 ივლისი (1000 სთ -1700 სთ).

IX. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2025 წლის 21 ივლისს.

X. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2025 წლის 22 ივლისის 1700 საათამდე. 2025 წლის 23 -24 ივლისი   დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.

XI. სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების  კრიტერიუმების  მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. სამეცნიერო სტატია (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
ა) იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 10 ქულა;
ბ) რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 5 ქულა.
2. სამეცნიერო – კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
3. ჩართულობა   ადგილობრივ  და  საერთაშორისო  სამეცნიერო  გრანტებში  (ბოლო 5 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) – 5  ქულა;
5. გასაუბრება  – 10 ქულა.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail