1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე.
2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2024-2025 ს/წ გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ).
3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 5 მაისიდან 20 მაისის 1600 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნივერსიტეტის ელ-ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (განცხადება).
- CV-ს ევროპასის ფორმატით.
- ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS; FCE; TOEFL) ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
- ცნობა შრომითი ხელშეკრულების/კონტრაქტის ვადების შესახებ.
4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:
- ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 2025 წლის 21 მაისი, 1200 საათზე.
- დოკუმენტაციის შემოწმება – 2025 წლის 22 მაისი.
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2025 წლის 23 მაისი, 1200 საათზე.
- შერჩეული კანდიდატის ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში – 2025 წლის 30 მაისი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის შესაბამისად.
5. კონსულტაცია გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2025 წლის 2 მაისი, 1100 საათზე.
6. დამატებითი ინფორმაცია – პროექტი სრულიად ფინანსდება ერაზმუს + მიერ.




