9 აპრილს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’How to find relevant literature in Scopus’’. ვებინარზე განხილული იყო ძიების სტრატეგიები სკოპუსში, ონლაინ დემონსტრაციის დროს პრაქტიკულად იყო წარმოდგენილი ძიების პროცესი, თუ როგორ ვიპოვოთ ღია წვდომის სტატიები, როგორ შევინახოთ ძიების შედეგები და ა.შ. სესიის ბოლოს ტრენერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.