2023 წლის 17 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედში (217) აუდიტორიაში ჩატარდება ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი რიშმიტა საჩინ ტჰაკური 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მიწვეული იყო კონგრესზე ბუდაპეშტში, სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე “Why Neurology“. რიშმიტას მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის და მან მოიპოვა პირველი ადგილი, ევროპის ნევროლოგიის აკადემიის მე-9 საერთაშორისო კონგრესზე. მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი სვარალი ჩოდნეკარი 3-7 ივლისს მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე …
2023 წლის 14 ივლისს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101), ჩატარდება სამეცნიერო სემინარები: საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი მცენარის, მათ შორის, ენდემური სახეობების გამოყენება ხალხურ და კლინიკურ მედიცინაში. მომხსენებელი მარიამ კობიაშვილი. საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ქიმიური შემადგენლობა და მათი ფუნქციები. მომხსენებელი თორნიკე მინდიაშვილი.
2023 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა. ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო ნაშრომები.
2023 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) გაიმართა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა. ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო ნაშრომები.