მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი რიშმიტა საჩინ ტჰაკური 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მიწვეული იყო კონგრესზე ბუდაპეშტში, სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე “Why Neurology“. რიშმიტას მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის და მან მოიპოვა პირველი ადგილი, ევროპის ნევროლოგიის აკადემიის მე-9 საერთაშორისო კონგრესზე.
მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი სვარალი ჩოდნეკარი 3-7 ივლისს მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე „მიკრობების ვირუსი“, რომელიც ჩატარდა თბილისში, სადაც მან წარადგინა პოსტერი სათაურით “Clinical Report of Novel Therapy with bacteriophages”. ხელმძღვანელები – პროფესორი ხათუნა მაკალათია, ნინო გრძელიშვილი. სვარალის კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია კონფერენციის მონაწილეთა შორის.
უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს რიშმიტას და სვარალის მიღწეულ წარმატებებს!