1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს …
2023 წლის 30 ივნისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების წინასწარი განხილვა.
2023 წლის 30 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და Mini-Cex (მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება). სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.
2023 წლის 26 ივნისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი განხილვა. 2023 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების წინასწარი განხილვა.
2023 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.