სამეცნიერო სემინარი ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტურ პოტენციალზე

2023 წლის 3 თებერვალს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე “ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტური პოტენციალის განსაზღვრა და მათი გამოყენების პერსპექტივები ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალოდ”.

მომხსენებელი უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინა მიტოვა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail