უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-3, მე-4 და მე-5 კურსების სტუდენტებს რეგულარულად უტარდებათ კლინიკური „5 წუთიანი“ ქეისების განხილვა. ასეთი სახის ჩართვები პანდემიის პერიოდშიც ტარდებოდა ონლაინ ფორმატში. „5 წუთიან“ შეხვედრებს უძღვებიან უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები და განიხილავენ კლინიკაში შემოსულ თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ და ორთოდონტიულ საინტერესო შემთხვევებს. სტუდენტების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოყვა „5 წუთიან“ ჩართვებს, რადგან მსგავსი ქეისების …