„აიურვედა- სიცოცხლის მეცნიერება“

„აიურვედა- სიცოცხლის მეცნიერება“

2021 წლის 30 ივლისს, უნივერსიტეტ გეომედში, პროექტ გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ვინაი არიას ონლაინ მოხსენება თემაზე „აიურვედა- სიცოცხლის მეცნიერება“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“

სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“

2021 წლის 23 ივლისს, უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“, რომელსაც უძღვებოდა მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ვახანია.  სემინარზე განხილული იყო, თუ როგორ იქმნება შეთქმულების პანდემიური თეორიები და რა რეალური საფუძველი გააჩნია მათ წარმოშობას.  სემინარის ფარგლებში განხილული იყო ჯანდაცვის სფეროში არსებული მწვავე საკითხები, მათ შორის ვაქცინებთან დაკავშირებული უნდობლობის მიზეზები, რომლის მიმართ მსოფლიო ჯანდაცვის …

ცხადდება კონკურსი სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: ორთოპედიული სტომატოლოგია, თერაპიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ორთოდონტია): პროფესორი – 2ასოცირებული პროფესორი – 2ასისტენტ-პროფესორი – 2ასისტენტი – 2 ფიზიკური მედიცინისა …

გეომედის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა FMGE/MCI გამოცდა

გეომედის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა FMGE/MCI გამოცდა

უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულმა, საი ტეჯა იედამ, წარმატებით ჩააბარა ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE/MCI გამოცდა. უნივერსიტეტ გეომედი ყოველთვის ზრუნავს სწავლის ხარისხზე და ამზადებს მსოფლიო დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე პროფესიონალებს. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე.