2021 წლის 24 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომლის მიზანი გახლდათ სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება და ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვა. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები არსებული აქტუალური საკითხების შესახებ. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, …