2021 წლის 24 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომლის მიზანი გახლდათ სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება და ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვა.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ.
მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები არსებული აქტუალური საკითხების შესახებ. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:
I ადგილი – ნანა გაგნიძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი)
II ადგილი – სვარალი ჩოდნეკარ (მედიცინის ფაკულტეტი)
III ადგილი – თამარ კაჭკაჭიშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი)
ჟიურის სიმპათია – ბარბარე ხომასურიძე (მედიცინის ფაკულტეტი)
კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი და ნაშრომები გამოქვეყნდება სტუდენტთა კონფერენციის მასალებში.