საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

2019 წლის 22 ივნისს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში “ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა” წარმატებით მიიღო მონაწილეობა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა. თემის სახელწოდება “ენოთერაპიის საკითხისადმი”, ხელმძღვანელი: უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი არჩილ კაპანაძე. ვულოცავთ ირაკლის გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!