საქველმოქმედო ღონისძიება

2018 წლის 25-26 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლის „GM Folk-ის“ კონცერტი და პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა დედათა და ბავშვთა თავშესაფრის „კარიტასი“ ბენეფიციარების დახმარებას.  

ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ბიომედიცინის თანამედროვე პრობლემები”

2018 წლის 21 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ბიომედიცინის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილობა მიიღეს საერთაშორისო დონის ცნობილმა მეცნიერებმა: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიებისა და საზოგადოებების წევრმა, პროფესორმა გურამ ბექაიამ (თავჯდომარე), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა დურმიშხან ჩიტაშვილმა და მარინა ფირცხალავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ …

მე-10 სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2018 წლის 20 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა მე-10 სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. შემფასებელმა კომისიამ გამოავლინა საუკეთესო ნაშრომების ავტორები: I ადგილი – სანჯივ მენონი (მედიცინის ფაკულტეტი, 4 კურსი) II ადგილი – თორნიკე ქოროღლიშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, 5 კურსი); III ადგილი – ნიკოლოზ მოდებაძე (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, 2 კურსი) რექტორის სიმპათია – ნინო გულიკაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი, 2 …