ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდები (OSCE)

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დაინერგა და მიმდინარეობს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდები (OSCE). გამოცდები ტარდება უნივერსიტეტ გეომედის სიმულაციურ კლინიკიკაში, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოავლიონ ის კლინიკური უნარ-ჩვევები, რისი ცოდნაც აუცილებელია მომავალი ექიმებისათვის.  

MCI-ის მოსამზადებელი კურსები

უნივერსიტეტ გეომედში დაიწყო ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (MCI) მოსამზადებელი კურსები FMGE გამოცდებისათვის. კურსებს ჩაატარებენ ინდოეთის სამედიცინო აკადემიიდან მოწვეული პედაგოგები.  

2018-2019 ს/წ გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 21 თებერვალი; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 22 თებერვალი. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი.