12 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი – შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და გაძლიერება – გამოწვევები და პერსპექტივები.
სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, განათლების და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, შშმ პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, თვითრეალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ: ქეთევან ინასარიძე , ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ქეთევან ქობალია, პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; თეა ადამია, ექიმი რეაბილიტოლოგი, საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ექიმი და
თინათინ რევაზიშვილი, პარალიმპიური აკადემიის პრეზიდენტი, პარასპორტსმენი.