ექსკურსია – 2017

2017 წლის 3 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ძამას ხეობაში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების გამოსაშვები ღონისძიება

2017 წლის 9 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების გამოსაშვები ღონისძიება.

უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ჭადრაკში

2017 წლის 18 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის პირველობა ჭადრაკში. ადგილები ასე განაწილდა: I ადგილი – ირაკლი ჯებაშვილი II ადგილი – პანკილ პარიხ III ადგილი – ვიას დიიფ ჩემპიონატის ჩატარების მიზანი იყო უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ჭადრაკის ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა.