ბიბლიოთეკაში ელექტრონული ბაზების პაკეტით – EBSCO package უფასოდ სარგებლობის შესახებ

ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ ელექტრონული ბაზების პაკეტით – EBSCO package, რომელიც ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, პერიოდული გამოცემების, სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიფტების კოლექციის საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა. დაწვრილებით იხილეთ ბიბლიოთეკის გვერდზე.

უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ფრენბურთში

2017 წლის 14 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის პირველობა ფრენბურთში. ადგილები ასე განაწილდა: I ადგილი – „Vertebra“. II ადგილი – „Geomedi Club” ჩემპიონატის ჩატარების მიზანი იყო უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფრენბურთის ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა.

უნივერსიტეტ გეომედის კრიკეტის ნაკრები ჩემპიონია!

2017 წლის 8 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის გუნდმა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ კრიკეტის ტურნირში გაიმარჯვა. ფინალურ შეხვედრაში გეომედის კრიკეტის გუნდმა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის გუნდი დაამარცხა. თსა-ს კრიკეტის ტურნირის მონაწილე გუნდები: “Super kings” – (თსა) “Chargers” – (თსა) “Crazy11” – (თსა) “Pitch Burners” – (თსა) “GM Club” – (გეომედი)

უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ბადმინტონში

2017 წლის 6-7 მაისს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ბადმინტონის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის შიდა ჩემპიონატი ბადმინტონში. 6 მაისს გაიმართა 1/8 და 1/4 ფინალური შეხვედრები, ხოლო 7 მაისს 1/2 და ფინალური შეხვედრები. გოგონებს და ვაჟებს შორის გამოვლიდნენ გამარჯვებულები: ვაჟები: I ადგილი – პურვრაჯსინჰ სოლანკი II ადგილი – ჰიტეშ ტალვარი III ადგილი – …

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონსულტაციები

2017 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ტარდება ჯგუფური კონსულტაციები მაგისტრანტთა სასწავლო- კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. მის: მ.ალექსიძის N 1, მესამე სართული.