2017 წლის 3 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ძამას ხეობაში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.