2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებსა და კომპანიებთან ერთად ქ. ბათუმში გაიმართა სტუდენტთა დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-მდე დამსაქმებელმა კომპანიამ, წარმოდგენილი 150 ვაკანსიით. სტუდენტური დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლევან ხუროშვილმა. ფორუმის ჩატარების მიზანი …
სტუდენტური ცხოვრება
2017 წლის 25 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით უცხოელი სტუდენტებისთვის მოეწყო ექსკურსია ყაზბეგში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
2017 წლის 3 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ძამას ხეობაში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
2017 წლის 18 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის პირველობა ჭადრაკში. ადგილები ასე განაწილდა: I ადგილი – ირაკლი ჯებაშვილი II ადგილი – პანკილ პარიხ III ადგილი – ვიას დიიფ ჩემპიონატის ჩატარების მიზანი იყო უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ჭადრაკის ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა.
2017 წლის 25 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. გამოვლინდენ საუკეთესო მომხსენებლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სტიპენდიით. გრან პრი – ნინო სტეფნაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, I კურსი) I ადგილი – ჯამვეჩა დჰიეი სუნილბჰაი (მედიცინის ფაკულტეტის, II კურსი) (Dhyey Janvecha Sunilbhai) II ადგილი – სანჯეევ მენონ რამაშბჰაი (მედიცინის ფაკულტეტის, II კურსი) …