2022 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება“. მან პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა ელექტრონულ კატალოგში, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში – EBSCO-სა და ELSEVIER-ში რესურსების მოძიებისა და გამოყენების გზები.
ტრენინგები
2022 წლის 6-8 ივლისს, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა ვორქშოფი თემაზე: PBL და CBL სწავლების მეთოდები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრაზე განხილულ იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და ქეისზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო კურიკულუმში ინტეგრირების აქტუალური საკითხები სხვადასხვა დისციპლინების მაგალითებზე.
2022 წლის 13-21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტში 7 დღიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელმა. ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“ სავალდებულოა მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით და მიზნად ისახავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებასა და სამედიცინო სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. …
პლაგიატის პრევენციისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის 19 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი-პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს უძღვებოდა ,,საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენლი, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. მან ისაუბრა მსგავსების ამომცნობი პროგრამის ფუნქციის, ნაშრომის შემოწმებისა და მიღებული შედეგების ანალიზის შესახებ. ტრენინგი გათვალისწინებული …
2022 წლის 5 მაისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა Elsevier-ის სამეცნიერო, ტექნიკურ, სამედიცინო ინფორმაციაზე მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ScienceDirect-სა და Scopus-ში ინფორმაციის ძიების ახალი ფუნქციებისა და ეფექტური საძიებო მექანიზმების გამოყენების გაცნობას. მას უძღვებოდა Elsevier-ის ძირითადი საინფორმაციო გადაწყვეტილებების კონსულტანტი საქართველოში მაქსიმ ფილატოვი. ზემოთხსენებული ტრენინგი დაეხმარება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მარტივად მოიძიონ მათთვის სასურველი …