ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდები განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: ციბაძე ა., კობაიძე მ. – ფიზიკა და ბიოფიზიკა. 2014. ჩიგოგიძე თ. და სხვა – შარდსასქესო სისტემის ანომალიები. 2021. ბაღათურია გ., თუთბერიძე გ. და სხვა – ბიზნესკვლევის მეთოდები. 2020. შემდგ.: იმედაძე ი. – ფსიქოლოგია. 2019. ტრეზუბოვი ვ.ნ. და სხვა – ორთოპედიული სტომატოლოგია. 2022. რადლინკსი ს.- კბილთა ესთეტიკური …

უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

2023 წლის 14 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ვებინარი თემაზე “სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში”, რომელსაც უძღვებოდა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელი ირინა სერჟანი. ვებინარი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტები, სამეცნიერო ბაზების საძიებო სისტემებში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.

ბიბლიოთეკის ბეჭდური ფონდი განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: ხუჯაძე მ., ხუჯაძე ო. – ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები. 2021. პრაიდი ბ., ჰიუზი ბ., კაპური ჯ. – ბიზნესი. მე-12 გამ., 2020.

სამეცნიერო სემინარი ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტურ პოტენციალზე

სამეცნიერო სემინარი ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტურ პოტენციალზე

2023 წლის 3 თებერვალს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე “ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტური პოტენციალის განსაზღვრა და მათი გამოყენების პერსპექტივები ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალოდ”. მომხსენებელი უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინა მიტოვა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”

ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”

2023 წლის 28-29 იანვარს თურქეთში, ქალაქ სტამბულში, გაიმართა რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო ორგანიზაცია Primephysio-ს მიერ ორგანიზებული თეორიულ-პრაქტიკული კლინიკური ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”, რომელსაც ესწრებოდნენ გეომედის საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის თანამშრომლები ჯარჯი ბუზარიაშვილი და ირაკლი შარანგია. ტრენინგის შემდეგ მათ გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.