ტრენინგი: საბიბლიოთეკო სერვისები

ტრენინგი: საბიბლიოთეკო სერვისები

17 მარტს ჩატარდა ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ბიბლიოთეკის ფუნქციონირების წესებს, წიგნებისა და სხვადასხვა რესურსის მოძიებისა და სარგებლობის სპეციფიკას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში რესურსების ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას, რაც უმარტივებს …

ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტ გეომედის დაუვიწყარ პრორექტორს, თამაზ ხვიჩიას

ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტ გეომედის დაუვიწყარ პრორექტორს, თამაზ ხვიჩიას

სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტ გეომედის დაუვიწყარ პრორექტორს, თამაზ ხვიჩიას, გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Molecules (MDPI) (IF 4.6). ნაშრომი მომზადებულია უნივერსიტეტ გეომედის და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ბიოსტრუქტურებისა და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ნაშრომი იხილეთ სათაურით:“Georgian Grapes and Wines as a Source of Phenolic Compounds: Composition, Antioxidant Activity, and Traditional Winemaking”.

ბილიარდის ტურნირი გეომედში

ბილიარდის ტურნირი გეომედში

10 იანვარს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ბილიარდის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა. ტურნირის გამარჯვებული გახდა მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი — კოკა სამხარაძე. მსგავსი ტურნირები ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრობისა და კომუნიკაციის გაღრმავებას. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს გამარჯვებულს და მადლობას უხდის ყველა სტუდენტს მონაწილეობისა და ჩართულობისთვის.

გეომედის სტუდენტების საახალწლო წვეულება

გეომედის სტუდენტების საახალწლო წვეულება

28 დეკემბერს გეომედის სტუდენტები ერთ სივრცეში შეიკრიბნენ, რათა ერთად შეექმნათ საახალწლო განწყობა და ყოფილიყვნენ განსაკუთრებული საღამოს ნაწილი — სავსე დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით.საღამო გამოირჩეოდა ღიმილით, მუსიკითა და ცეკვით, რაც სტუდენტურ ერთობას კიდევ უფრო ამყარებს. თითოეული კადრი ასახავს საერთო სიხარულს, ურთიერთ მხარდაჭერასა და იმ კავშირს, რომელიც ამ საღამოს ჩამოყალიბდა.ეს არ იყო მხოლოდ წვეულება — ეს …

უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”

უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”

უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით 5-6 ნოემბერს და 17-18 დეკემბერს განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”. თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და გულის გაჩერებაა. კარდიოპულმონარული რეანიმაციის (CPR) სწავლება წარმოადგენს უკიდურესად აქტუალურ მიმართულებას თანამედროვე ჯანდაცვაში, რადგან გულის გაჩერება რჩება სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ხოლო გადარჩენა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველივე წუთებში ჩატარებულ სწორ და …