10 იანვარს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ბილიარდის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა. ტურნირის გამარჯვებული გახდა მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი — კოკა სამხარაძე. მსგავსი ტურნირები ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრობისა და კომუნიკაციის გაღრმავებას. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს გამარჯვებულს და მადლობას უხდის ყველა სტუდენტს მონაწილეობისა და ჩართულობისთვის.












