მოხსენება თემაზე „ადამიანი და ბუნება“

მოხსენება თემაზე „ადამიანი და ბუნება“

2021 წლის 15 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში პროექტ გიმნასიონის ფარგლებში, ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ნიკო ქაძანაიას ონლაინ მოხსენება თემაზე „ადამიანი და ბუნება“. მოხსენებაში განხილული იყო სამკურნალო საშუალებები ადრეულ საქართველოში, წამლების დამზადების ხელოვნება, ხალხური მკურნალობის მეთოდები და ბუნებრივი რესურსების გამოყენება მედიცინაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დამსწრე საზოგადოება. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო …

უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით მესამე საერშაშორისო სიმპოზიუმი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“ გაიმართა

2021 წლის 4-6 ოქტომბრს, უნივერსიტეტ გეომედის თაოსნობით, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება,  მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“. მიუხედავად პანდემიისა, სიმპოზიუმს დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო უნივერსიტეტებიდან ეწვივნენ. ღონისძიება გაიმართა კახეთში, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“,  სადაც უცხოელ სტუმრებთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და წარჩინებული სტუდენტები. სიმპოზიუმზე გაჟღერდა სამედიცინო საქმიანობაში მიღწეული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, მსოფლიოს …

„აიურვედა- სიცოცხლის მეცნიერება“

„აიურვედა- სიცოცხლის მეცნიერება“

2021 წლის 30 ივლისს, უნივერსიტეტ გეომედში, პროექტ გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ვინაი არიას ონლაინ მოხსენება თემაზე „აიურვედა- სიცოცხლის მეცნიერება“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“

სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“

2021 წლის 23 ივლისს, უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“, რომელსაც უძღვებოდა მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ვახანია.  სემინარზე განხილული იყო, თუ როგორ იქმნება შეთქმულების პანდემიური თეორიები და რა რეალური საფუძველი გააჩნია მათ წარმოშობას.  სემინარის ფარგლებში განხილული იყო ჯანდაცვის სფეროში არსებული მწვავე საკითხები, მათ შორის ვაქცინებთან დაკავშირებული უნდობლობის მიზეზები, რომლის მიმართ მსოფლიო ჯანდაცვის …

გეომედის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა FMGE/MCI გამოცდა

გეომედის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა FMGE/MCI გამოცდა

უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულმა, საი ტეჯა იედამ, წარმატებით ჩააბარა ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE/MCI გამოცდა. უნივერსიტეტ გეომედი ყოველთვის ზრუნავს სწავლის ხარისხზე და ამზადებს მსოფლიო დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე პროფესიონალებს. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე.