სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩატარდა

სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩატარდა

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე 2020 წლიდან წარმატებით დაინერგა ფინალური გამოცდების შეფასების ახალი მეთოდი სპეციალობის საგნებში – ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE). გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სტომატოლოგიურ საფანტომო ლაბორატორიასა და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც განლაგებულია 11 „სადგური“. სტუდენტების კლინიკური უნარების ცოდნის დონეს აფასებენ სერტიფიცირებული გამომცდელები, რომელთაც სათანადო მიმართულებით აქვთ გავლილი ლიდსის უნივერსიტეტის ტრენინგები. …

გეომედის სტუდენტის თანაავტორობით სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

გეომედის სტუდენტის თანაავტორობით სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა “International Journal of Early Childhood Special Education” გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია “Online Learning of Students with Special Needs: Teachers’ Perspectives” (“სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ონლაინ სწავლება: პედაგოგთა პერსპექტივა”) ნაშრომი განხორციელდა რამდენიმე უნივერსიტეტის მკვლევარების და სტუდენტების თანამშრომლობით:თენგიზ ვერულავა (კავკასიის უნივერსიტეტი)ეკატერინე ბუაძე (სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი)მარიამ დარბაიძე, მარიამ ბარამია (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჟურნალი …

კრწანისის რაიონის გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კრწანისის რაიონის გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 12 იანვარს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მარინა ფირცხალავამ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ბატონმა ბექა მიქაუტაძემ. მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით. კრწანისის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეხვდა და …

უნივერსიტეტი ულოცავს კურსდამთავრებულებს!

უნივერსიტეტი ულოცავს კურსდამთავრებულებს!

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი, ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა, პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბარეს ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE გამოცდა, რომლის ჩაბარების შემდეგ მათ უფლება ეძლევათ აწარმოონ პროფესიული პრაქტიკა, სტაჟირება გაიარონ ინდოეთის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და დასაქმდნენ უმცროს ექიმებად. ამ წარმატებით გეომედის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ყველა რესურსი, რაც კურსდამთავრებულს ხდის …

კრიკეტის ჩემპიონატი „პრემიერ ლიგა“

კრიკეტის ჩემპიონატი „პრემიერ ლიგა“

2021 წლის 11-25 დეკემბერს, სტუდენტთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური თვითმართველობის მხარდაჭერით,  სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი კრიკეტში „პრემიერ ლიგა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ექვსმა გუნდმა:  „Northern Royal Сhallengers“ “Gujarat Lions” “Team Om” “Team Tc” “Geomedi 11” “Geomedi Junior 11” ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა „Northern Royal Сhallengers“ გუნდი. ასევე, გამოვლინდნენ  საუკეთესო სპორცმენები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ბეტსმენი …