საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა “International Journal of Early Childhood Special Education” გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია “Online Learning of Students with Special Needs: Teachers’ Perspectives” (“სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ონლაინ სწავლება: პედაგოგთა პერსპექტივა”)
ნაშრომი განხორციელდა რამდენიმე უნივერსიტეტის მკვლევარების და სტუდენტების თანამშრომლობით:
თენგიზ ვერულავა (კავკასიის უნივერსიტეტი)
ეკატერინე ბუაძე (სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი)
მარიამ დარბაიძე, მარიამ ბარამია (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ჟურნალი „International Journal of Early Childhood Special Education“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
კვლევის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ონლაინ სწავლების გამოწვევების შესწავლა COVID-19 პანდემიის პერიოდში. კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სააუდიტორიო გაკვეთილების მომხრეა, რადგან ის ეხმარება მათ სოციალური უნარების განვითარებაში. გარდა ამისა, სააუდიტორიო მეცადინეობები, არსებული რესურსების მრავალფეროვნების გამო, ხელს უწყობს მოტორული და პირისპირ კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ამ მხრივ, თანამშრომლობითი სწავლება და ფიზიკური კონტაქტები მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და ინტერნეტზე და ვერ ახერხებს ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენებას. იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო იზრდება განათლების სფეროში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია მათზე ხელმისაწვდომობა. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სწავლების კონტექსტი და მათთვის სასურველი გარემოს უზრუნველყოფა.
იხილეთ სტატიის ბმული https://www.int-jecse.net/abstract.php?id=397
სტატიის PDF ვერსია https://www.int-jecse.net/data-cms/articles/20220124110359am221001.pdf
Verulava T, Darbaidze M, Baramia M, Bouadze CM. Online Learning of Students with Special Needs: Teachers’ Perspectives. International Journal of Early Childhood Special Education (INT-JECSE), 2022;14(1): 01-07.