2020 წლის 17 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს ონლაინ სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.“ ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა არის 2020 წლის 8 ივლისი.უნივერსიტეტი გამოაქვეყნებს კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისს. ასევე, კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერთიფიკატით. თეზისები მოგვაწოდეთ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge
სიახლეები
2020 წლის 16 ივლისს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო, თეორიულ და პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 ივლისი. უნივერსიტეტი გამოაქვეყნებს კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისს. თეზისები მოგვაწოდეთ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2020 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს (ქართული, ინგლისური) მიენიჭათ 7 წლიანი აკრედიტაცია.უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ამ წარმატებას. ადმინისტრაცია
უნივერსიტეტ გეომედმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ კამპანიაში და 30 000 ლარი გადარიცხა StopCov ფონდში.https://www.facebook.com/businessombudsman დაიცავით ყველა რეკომენდაცია, დარჩით სახლში!
2020 წლის 06 მარტს, 15:00 საათზე სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გაიმართება პროფესორ არჩილ კაპანაძის საჯარო ლექცია. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ჰოლისტური დიაგნოსტიკური პარადიგმა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის მოდელი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის განსაზღვრება მრავალუჯრედიანი ორგანიზმის პრაქტიკული უკვდავების ფორმულა