საჯარო ლექცია გეომედში

საჯარო ლექცია გეომედში

2023 წლის 20 იანვარს, 11 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ ასანიშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ისტორია იწყება იბერიიდან“. დასწრება თავისუფალია.

პროფესორ კლაუდიო დე ლაცარის კიდევ ერთი წარმატება

პროფესორ კლაუდიო დე ლაცარის კიდევ ერთი წარმატება

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, კლაუდიო დე ლაცარის თანაავტორობით, “ჟურნალ „Bioengineering“-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Evaluation of Different Cannulation Strategies for Aortic Arch Surgery Using a Cardiovascular Numerical Simulator”. ჟურნალი ინდექსირებულია PubMed, Scopus და სხვა სამეცნიერო ბაზებში. მისი იმფაქტ ფაქტორია 5.046. სტატიის ლინკი: https://www.mdpi.com/2306-5354/10/1/60

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და ადმინისტრაციის წარმომადგენლებო! მოგვიახლოვდა ახალი 2023 წელი. ტრადიციულად, ახალ წელს ვხვდებით ახალი გეგმებით, ახალი ენერგიით და ახალი შემართებით. უნივერსიტეტი გეომედი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წინსვლას და წარმატებას.

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

2022 წლის 28 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებთან. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო სერვისები: ელექტრონული კატალოგი, ელექტრონული ბიბლიოთეკა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებას, მონაცემთა ბაზებში ძიების გზებსა  და მათზე წვდომის საკითხებს.

საჯარო ლექცია „სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები და ეთიკის კოდექსი“

საჯარო ლექცია „სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები და ეთიკის კოდექსი“

2022 წლის 26 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები და ეთიკის კოდექსი“. ტრენინგს უძღვებოდა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმსრულებელი საბჭოს დამფუძნებელი, საპროკურორო საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი, შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის იურიდიული სამსახურის უფროსი და სსიპ ,, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ქალბატონი თეა ჭეიშვილი. ქალბატონმა თეამ ისაუბრა სტუდენტთა სამართლებრივი …