უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტთა წარმატებები

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტთა წარმატებები

მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი რიშმიტა საჩინ ტჰაკური 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მიწვეული იყო კონგრესზე ბუდაპეშტში, სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე “Why Neurology“. რიშმიტას მოხსენებამ  დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის და მან მოიპოვა პირველი ადგილი, ევროპის ნევროლოგიის აკადემიის მე-9 საერთაშორისო კონგრესზე. მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი სვარალი ჩოდნეკარი 3-7 ივლისს მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე …

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2023 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა. ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო ნაშრომები.

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2023 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) გაიმართა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა. ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო ნაშრომები.

“ექსპო ბათუმი 2023”

“ექსპო ბათუმი 2023”

გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ექიმებმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მეოთხე საერთაშორისო გამოფენაზე ქალაქ ბათუმში, სახელწოდებით “ექსპო ბათუმი 2023”, წარმოდგენილი იყო, როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის 60 სამედიცინო დაწესებულება, სადაც გაიმართა კოლეგებს შორის სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, თანამედროვე აპარატურის და კონკრეტული კლინიკური შემთხვევების უახლესი მეთოდებით სამკურნალო ღონისძიებების განხილვა.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების წინასწარი განხილვა

2023 წლის 30 ივნისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების წინასწარი განხილვა.