უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2020 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს (ქართული, ინგლისური) მიენიჭათ 7 წლიანი აკრედიტაცია.უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ამ წარმატებას. ადმინისტრაცია

დარჩი სახლში

დარჩი სახლში

უნივერსიტეტ გეომედმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ კამპანიაში და 30 000 ლარი გადარიცხა StopCov ფონდში.https://www.facebook.com/businessombudsman დაიცავით ყველა რეკომენდაცია, დარჩით სახლში!

პროფესორ არჩილ კაპანაძის საჯარო ლექცია

2020 წლის 06 მარტს, 15:00 საათზე სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გაიმართება პროფესორ არჩილ კაპანაძის საჯარო ლექცია. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ჰოლისტური დიაგნოსტიკური პარადიგმა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის მოდელი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის განსაზღვრება მრავალუჯრედიანი ორგანიზმის პრაქტიკული უკვდავების ფორმულა

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში

2019 წლის 27 დეკემბერს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში, რომელიც გაიმართა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა მიიღო კონფერენციაში მონაწილეობა და დაიმსახურა მეორე ადგილი. მას გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო. …

სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია

2019 წლის 18 დეკემბერს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.