სამუშაო ვიზიტი გრანადის უნივერსიტეტში

2026 წლის 16 მარტს უნივერსიტეტ გეომედის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი, გიორგი კუტიბაშვილი, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა გრანადის უნივერსიტეტს ესპანეთში და მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ‘პერსონალის ტრენინგის კვირეულში’, სადაც მონაწილეობას იღებენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები. ვიზიტის დროს იგი შეხვდა გრანადის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზები და მომავალში პოტენციური საერთო პროექტები. ასევე, გრანადელი და ევროპელი კოლეგები გაეცნენ საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით გეომედში დამკვიდრებულს მიდგომებს, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail