მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის მიმდინარე წლის 4 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდება ტრენინგები სწავლა/სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებში.
ტრენინგები ჩატარდება 4 ნაკადად, თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა – 4 დღე. რეგისტრაციის ვადა – 06.04.2026წ.-24.04.2026წ. დასწრება სავალდებულოა. ტრენინგები დაფინანსებულია უნივერსიტეტის მიერ.
I ნაკადი – 04.05.2026წ. – 07.05.2026წ.
II ნაკადი – 11.05.2026წ. – 15.05.2026წ.
III ნაკადი – 18.05.2026წ. – 21.05.2026წ.
IV ნაკადი – 25.05.2026წ. – 29.05.2026წ.
| # | ტრენინგის თემა – სწავლა/სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდები | ჩატარების დრო/ფორმა | განმახორციელებელი |
| 1-ლი დღე | სწავლა/ სწავლების თანამედროვე მეთოდები • PBL (Problem-Based Learning) – პრობლემის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება • CBL (Case-Based Learning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება • Flipped classroom – შებრუნებული საკლასო ოთახი • TBL (Team-Based Learning) – გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება • CBCR (Case-Based Clinical Reasoning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა |
18:00-20:00 საათი (ფორმა-პირისპირ) |
ეკატერინე მოწონელიძე, ექიმი, PhD. – ფლობს საერთაშორისო აღიარების და მაღალი რეპუტაციის მქონე მეიო კლინიკის (როჩესტერი, მინესოტა, აშშ) ტრენერთა ტრენინგის (ToT) სერტიფიკატს. |
| მე-2 დღე | სწავლა/ სწავლების თანამედროვე მეთოდები • Bedside teaching – სწავლება პაციენტის საწოლთან • ექიმისა და პაციენტის როლების შესრულება • ექთნისა და პაციენტის როლების შესრულება • სწავლება სიმულატორების გამოყენებით • სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება სტანდარტიზებული პაციენტის მეშვეობით |
18:00-20:00 საათი (ფორმა-დისტანციური) |
|
| მე-3 დღე | შეფასების თანამედროვე მეთოდები • Mini-CEX (Mini Clinical Evaluation Exercise) – მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება • OSPE (Objectively Structured Practical Exam) – ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა • პორტფოლიო/ Log-book • CBD (Case-based Discussion) – შემთხვევაზე დაფუძნებული დისკუსია |
18:00-20:00 საათი (ფორმა-პირისპირ) |
|
| მე-4 დღე | შეფასების თანამედროვე მეთოდები • OSCE (Objective Structured Cliinical Examination) – ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (სტანდარტიზებული/სიმულირებული პაციენტის ჩართულობით) • WPBA (Workplace based assessment) – შეფასება სამუშაო ადგილზე • DOPS (Direct Observation for Procedural Skills) – პირდაპირი დაკვირვება პროცედურული უნარების დემოსნტრირებაზე • EPAs (Entrustble Professional Activities) – მინდობილი პროფესიული აქტივობები |
18:00-20:00 საათი (ფორმა-დისტანციური) |











