ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე.

2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2025-2026 ს/წ გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ).

3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 16 თებერვლიდან 23 თებერვლის 1600 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნივერსიტეტის ელ-ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა (განცხადება).
• CV-ს ევროპასის ფორმატით.
• ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS; FCE; TOEFL) ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
• ცნობა შრომითი ხელშეკრულების/კონტრაქტის ვადების შესახებ.

4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:
• ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 2026 წლის 24 თებერვალი, 1200 საათზე.
• დოკუმენტაციის შემოწმება – 2026 წლის 25 თებერვალი.
• გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2026 წლის 26 თებერვალი, 1200 საათზე.
• შერჩეული კანდიდატის ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში – 2026 წლის 02 მარტი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის შესაბამისად.

5. კონსულტაცია გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2026 წლის 10 თებერვალი, 1100 საათზე.

6. დამატებითი ინფორმაცია – პროექტი სრულიად ფინანსდება ერაზმუს + მიერ.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail